ამ ხელსაწყოს JavaScript სჭირდება, რომელიც თქვენს ბრაუზერში გამორთულია ან ვერ ჩაიტვირთა.

შეგიძლიათ ფაილი აქაც გადმოათრიოთ.

მუშაობს თქვენს ბრაუზერში. არაფერი იგზავნება და არაფერი ინახება.

კარგია იცოდეთ

Office პროგრამები და PDF-ის ექსპორტი ყველა ფაილში წერს თქვენს სახელს, ორგანიზაციას, პროგრამასა და თარიღებს. ამ დეტალებით წყაროების ვინაობა არაერთხელ დაუდგენიათ.

დოკუმენტი მხოლოდ თქვენს ბრაუზერში იხსნება. ის არსად იგზავნება და ეს საიტი მას ვერ ხედავს.

Word, Excel და PowerPoint ფაილების გასუფთავებულ ასლში თვისებები ცარიელია, ფაილის შიგნით ჩაწერილი თარიღები კი წაშლილია. ტექსტი, ფორმატირება და სურათები ხელუხლებელია.

რა შეიძლება მაინც გასცეს გასუფთავებულმა ასლმა: ცვლილებების ისტორია და კომენტარები, ტექსტში ჩაწერილი სახელები და ჩასმული სურათების ფარული მონაცემები. თუ დოკუმენტი მართლა მნიშვნელოვანია, ტექსტი ახალ, ცარიელ დოკუმენტში გადაიტანეთ.

რამდენიმე სიტყვა AI-ზე

ადვილია, დოკუმენტი AI ასისტენტს მისცეთ და სთხოვოთ, ავტორის კვალი წაშალოს ან ფარული დეტალები მოძებნოს. მაგრამ ამ დროს მთელი დოკუმენტი, ტექსტიცა და თვისებებიც, იმ კომპანიის სერვერებზე იგზავნება. იქ ის შეიძლება შეინახონ, ხოლო თქვენი პარამეტრებისა და ტარიფის მიხედვით, თანამშრომლებმა წაიკითხონ ან მოდელების გასაწვრთნელად გამოიყენონ. თუ დოკუმენტის დაცვა გინდათ, ჯერ საკუთარ მოწყობილობაზე შეამოწმეთ და გაასუფთავეთ, მერე კი კარგად დაფიქრდით, რას ტვირთავთ.