ამ ხელსაწყოს JavaScript სჭირდება, რომელიც თქვენს ბრაუზერში გამორთულია ან ვერ ჩაიტვირთა.

მუშაობს თქვენს ბრაუზერში. არაფერი იგზავნება და არაფერი ინახება.

კარგია იცოდეთ

Facebook-იდან, Instagram-იდან, TikTok-იდან, ელფოსტის დაგზავნებიდან და რეკლამებიდან დაკოპირებულ ბმულებს ხშირად დამატებითი ნაწილები მოჰყვება, მაგალითად fbclid ან utm_source. ისინი საიტს ეუბნება, ვინ გააზიარა ბმული ან რომელ რეკლამას დააჭირეს. ასე შეიძლება თქვენი ანგარიში იმ ადამიანებს დაუკავშირდეს, ვისაც ბმულს უგზავნით.

ხელსაწყო მხოლოდ ბმულის ტექსტს ცვლის. ბმულს არ ხსნის და საიტს არ უკავშირდება, ამიტომ ვერავინ გაიგებს, რომ ამ ბმულით დაინტერესდით.

მოკლე ბმულებს, მაგალითად bit.ly-ს ან t.co-ს, ასე ვერ გაასუფთავებთ: ნამდვილი მისამართი მხოლოდ შემამოკლებელმა სერვისმა იცის. ასეთი ბმული მხოლოდ მაშინ გახსენით, თუ გამომგზავნს ენდობით.